ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, April 2, 2016
მეცხრე დასკვნითი დღე
ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ეს ტრენინგი ჩემთვის.ამ ტრენინგის საშუალებით ვისწავლე თუ როგორი უნდა იყვეს კარგი პროექტის გეგმა,როგორ შევქმნათ სარეკლამო ბუკლეტი, როგორ შევქმნა ბლოგი და ვიმუშავო ბლოგში,როგორ გავუნაწილო ბავშვებს სამუშაო,როგორ გავაკეთო სლაიდ შოუ, გაგვაცნო შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები და კიდევ ბევრი რამ რაც საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ჩვენს სასწავლო პროცესს.უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს.
Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.გადავხედეთ პორტფოლიოს და დავარქვით სახელები.ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა. დავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმა.ვისწავლეთ როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება.
Sunday, March 20, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვნახეთ და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია.გადავხედეთ გეგმებს და პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს. ვივარჯიშეთ შეფასების რუბრიკაზე.გვაქვს საშინაო დავალება როგორ შევქმნათ სასწავლო.პროცედურები.
Saturday, March 19, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.ვისწავლეთ კომენტარები ბლოგზე,ვიმუშავეთ ბლოგში და შევქმენით მოსწავლის ბლოგი.
Sunday, March 13, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა. ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,დროში გაწელილი შეფასების გეგმა,პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
Saturday, March 12, 2016
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სტანდარტის დადგენაზე,მიზნის განსაზღვრაზე,მიმართულების მიმცემ საკვანზო კითხვებზე.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს.
Subscribe to:
Posts (Atom)